Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გურიის იდეათონი და პრე-აქსელერაცია სტუდენტებისათვის

გამოგიწვევთ – გურიის იდეათონსა და პრე-აქსელერაციაზე!

პროექტის ორგანიზატორი: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA)
პროექტი განმახორციელებელი IT Knowledge (აითი ნოლიჯი)
პერიოდი: ნოემბერი–დეკემბერი, 2025

მოგესალმებით,
ჩვენთვის დიდი პატივია, მოგიწვიოთ ახალგაზრდებისთვის უნიკალურ შესაძლებლობაზე — გურიის რეგიონის იდეათონებსა და მის შემდგომ ორკვირიანი
პრე-აქსელერაციის პროგრამაზე.
პროექტს ახორციელებს IT Knowledge (აითი ნოლიჯი) GITA-ს მხარდაჭერით.
რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?
პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობა სამეწარმეო საქმიანობაში და მათი ინოვაციური იდეების სტარტაპად ქცევის ხელშეწყობა.

როგორია პროცესი?
1) იდეათონები ჩატარდბა 15–19 ნოემბრის შუალედში ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში (უფრო დეტალურ ინფორმაციას იდეათონების შესახებთ მიიღებთ რეგისტრაციის შემდგომ).
2) იდეათონების შემდეგ გექნებათ ორკვირიანი პრე-აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
3) პრე-აქსელერაციის პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ 25,000 ლარის საგრანტოზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა

რას მიიღებთ ამ ღონისძიებებში ჩართვით?

1. განავითარებთ მეწარმეულ უნარებს
2. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ბიზნეს მოდელის შექმნასა, ბაზრის ანალიზში
3. პრე-აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში გაგიწევთ მენტორული მხარდაჭერას
4. თქვენი იდეა წარსდგება „დემო დღეზე“ რომელზეც მიიღებთ უკუავშირს თქვენი პროექტის 25 000-ან საგრანტოზე წარმატებით გასატანად
5. ასევე მიიღებთ კავშირებს სხვა მეწარმეებთან და 150 000-ანის საგრანტო პროგრამების გამარჯვებულ პირებთან. რაც პოტენციურად დაგეხმარებათ თქვენი იდეის განვითარებაში

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.

🖊 იდეათონზე რეგისტრაცია შეგიძლიათ აქ: https://apps.mygita.ge/zs/pSCIsk

პატივისცემით,
GITA & IT Knowledge

დამატებითი შეკითხვები გამოაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: tamar.shengelia@ugt.ge

თარიღი: 29/10/2025